პროექტის სახელწოდება
|
ხიდები!
Bridges!
|
პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით
|
მოსწავლეებმა შექმნან მარტივი და რთულ კონსტრუქციის ხიდებისს მაკეტები. შეისწავლონ ახალი ლექსიკური ერთეულები თემიდან გამომდინარე და მათი გამოყენებით მოიძიონ ვიზუალური მასალა ინგლისურ ენაზე.
|
პროექტის აქტუალობა
|
მოახდინონ შედარება მარტივ ხიდებსა და რთულ ხიდებს შორის, ახლად შესწავლილი ლექსიკური მარაგის გამდიდრება და გამოყენება, ზედსართავი სახელის გამოყენება,კონსტრუქციების გამოყენება წინადადებებში და გრამატიკული დროის გამოყენება (present Indefinite/
past Indefinite/ present continuous/)მოსწავლეებს განუვითრდებათ პრეზენტაციის და თანამშრომლობის უნარი.
|
პროექტის მიზანი
|
მოსწავლეები შეისწავლიან ახალ ლექსიკურ ერთეულს, და მისი გამოყენებით ინტერნეტში მასალის მოძიება.
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
მაკეტის პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა
პრეზენტაციის დროს ახალი ლექსიკური ერთეულის გამოყენება და მოძიებული რესურსის წარდგენა.
|
მონაწილეთა ასაკი
|
10-11 წელი
|
ვადები ხანგრძლივობა
|
3 კვირა
|
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას
|
ხიდის მაკეტი
|
პროექტისათვის საჭირო რესურსები
|
წიგნი, რვეული, კალამი, ინტერნეტი,ფლივჩარტი, თაბახის ფურცლები, კომპიუტერი,ფოტო აპარატი,პლასტელინი, კუბიკები, ლეგოს სათამაშოები, წებო, მუყაოს ყუთი.
|
პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები)
|
I კვირა
ექსკურსია
მასწავლებლის პრეზენტაცია ხიდების შესახებ
გეგმის დასახვა
მაკეტისთვის მზადება ინტერნენის გამოყენება ტერმინოლოგიის შესწავლა
მასწავლებელი გამოწვევის ფაზაზე მოსწავლეებს მიმართავს კითხვით
·
როგორი ხიდები გინახავთ?
მოსწავლეთა პასუხებს ვაფიქსირებ დაფაზე.
მოსწავლეებს მივმართავ ისევ შეკითხვებით:
როგორ ფიქრობთ ხიდი რომელიც ჩვენი სკოლის უკანაა, იქ რატო არ მოძრაობენ მანქანები?
ჩვენს ქალაქში რომელი ხიდია ყველაზე დიდი?
როდის აიგო ეს ხიდი და ვის მიერ?
როგორი სტილის ხიდს მიეკუთვნება?
გამოარკვიეთ ამ კონკრეტულ ხიდს რა ქმნის ძლიერს?
II კვირა
მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს სკოლის უკან არსებულ ხიდზე მოიძიონ ინფორმაცია და გადაურონ სურათები.
ხოლო ხიდი რომელიც დიდია და მოქმედი ჩვენს ქალაქში კითხვებზე მოახდინონ რეაგირება და უპასუხონ.პასუხები ინფორმაციაზე მოიძიონ მშობლებში, ახლობლებში და იმ კონკრეტულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობასთან.
III კვირა
მოსწავლეები ერთობლივი ძალებით შექმნიან სასურველი ხიდის მაკეტს, რომელიც სურთ რომ იყოს მათ ქალაქში.
მაკეტის პრეზენტაციის მოწყობა.
|
საგნებთან/საგნობრივი ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
|
ქართული,მათემატიკა, ისტორია, ხელოვნება
უცხ.დ.III.6. მოსწავლეს შეუძლია ილუსტრირებული ტექსტების გაგება და მათში ინფორმაციის მოძიება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
უცხ.დ.III.8. მოსწავლეს შეუძლია მარტივი წერითი კომუნიკაციის განხორციელება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
უცხ.დ.III.10. მოსწავლეს შეუძლია ტექსტების ზეპირად თქმა და ლექსიკური ცოდნის გამოვლენა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
|
პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი)
|
ია ნაროზაშვილი
|
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა
|
ianarozashvili@gmail.com
|
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი
|
https://ictnarozashvili.blogspot.com/
|
სასწავლო პროექტი
Subscribe to:
Posts (Atom)
ია, აუცილებლად დაუკავშირდით მერიას, რათა იზრუნონ ძველი ხიდის, როგორც ისტორიული ძეგლის გადასარჩენად!
ReplyDeletegood luck :-*
ReplyDeleteია,კარგი იდეაა და სჰენ ამას შეძლებ...
ReplyDelete